9 მაისი, პარასკევი, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

მამუკა მდინარაძე: დღეს იმართება იმ პარტიის მე-9 ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო გარე ძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც თავის მხრივ, მშვიდობის, გაერთიანების, ქვეყნის შეუქცევადი განვითარების საფუძველია

„ქართული ოცნების“ მე-9 ყრილობაზე, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს იმართება იმ პარტიის ყრილობა, რომლის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, შეძლო ეროვნული პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების ურყევი საფუძველია.

„მივესალმები საზოგადოებას, ჩვენი პარტიის 41 000-ზე მეტ წევრს და მილიონზე გაცილებით მეტ მხარდამჭერს.
მოგესალმებით ყრილობის დელეგატებს, პოლიტსაბჭოს წევრებს და განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს იმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მე-9 ყრილობა. დელეგატებმა, სამუშაო რეჟიმში უკვე გავიარეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის, მოვისმინეთ პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის ანგარიშები, ავირჩიეთ სარევიზიო კომისიის წევრები, დავამტკიცეთ წესდებაში შესატანი ცვლილებები.

დღეს იმართება იმ პარტიის მე-9 ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო ეროვნული და გარე ძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც თავის მხრივ, მშვიდობის, ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, მისი შემდგომი შეუქცევადი განვითარების ურყევი საფუძველია.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე – „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ: დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება

დღეს იმართება იმ პარტიის მე-9 ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო ეროვნული და გარე ძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც თავის მხრივ, მშვიდობის, ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, მისი შემდგომი შეუქცევადი განვითარების ურყევი საფუძველია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ, ქართველ ხალხთან ერთად, დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მიაღწია, როდესაც საქართველოსა და მისი მოქალაქეების შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება.

„„ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხთან ერთად, მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ: დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამავდროულად, ჩვენ პირველები ვართ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ტემპითაც.

კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ერთ ოჯახად შეკრულ გუნდს, ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს საკუთარი სამშობლოსა და მისი განვითარებისთვის ბრძოლის ამ პრინციპულ გზაზე,“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს: ღირსეულ ადამიანს, უღალატო თანამებრძოლს და მეგობარს, წარმატებას გისურვებთ ამ ურთულესი გამოწვევებით სავსე პოლიტიკურ საქმიანობაში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის მე-9 ყრილობაზე, პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.
ყრილობის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. მამუკა მდინარაძემ მას წარმატებები უსურვა გამოწვევებით სავსე პოლიტიკურ საქმიანობაში.
„ყრილობის გადაწყვეტილებით, ბატონი ირაკლი კობახიძე ერთხმად არჩეულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ. გილოცავთ, ბატონო ირაკლი, ღირსეულ ადამიანს, უღალატო თანამებრძოლს და მეგობარს, წარმატებას გისურვებთ ამ ურთულესი გამოწვევებით სავსე პოლიტიკურ საქმიანობაში!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები