9 მაისი, პარასკევი, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

შემოსავლების სამსახური მეწარმეებს აფრთხილებს: უნაღდო ანგარიშსწორებით, საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ღირებულების თანხის მისაღებად, სხვა პირის პერსონალური ან საბანკო მონაცემების გამოყენება/შეთავაზება დაუშვებელია

შემოსავლების სამსახური მეწარმეებს უნაღდო ანგარიშსწორებისას თანხის მისაღებად სხვა პირის პერსონალური ან საბანკო მონაცემების გამოყენება/შეთავაზების შესახებ აფრთხილებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა მიმდინარე კონტროლის პროცედურები, რა დროსაც გამოვლენილი იქნა მეწარმე სუბიექტების მხრიდან, მომხმარებელთან უნაღდო ანგარიშსწორებისას, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ღირებულების თანხის მიღების მიზნით, სხვა უცხო ფიზიკური პირის პერსონალური ან საბანკო მონაცემების გამოყენებისა და შეთავაზების შემთხვევები.

შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს შეახსენებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოშობს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების რისკებს და მოუწოდებს მათ თავი შეიკავონ უნაღდო ანგარიშსწორების პროცესში გამოიყენონ სხვა პირის პირადი ან საბანკო მონაცემები”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები