3 ივლისი, ხუთშაბათი, 2025
3 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

გორის მერია წელს კიდევ უფრო მეტი მიწის გაყიდვას აპირებს

გორის მერია წელს კიდევ უფრო მეტი მიწის გაყიდვას აპირებს, რადგან პირველ კვარტალში სწორედ მიწის გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ შეავსო დღგ-ს დანაკლისი.
საპრივატიზაციო ობიექტების ახალი ნუსხა, დასამტკიცებლად, საკრებულოში უკვე წარუდგინა, რომლის განხილვა უახლოეს სხდომაზე მოხდება.
 სხდომაზე განიხილავენ I კვარტალში ბიჯჯეტის შესრულების ანგარიშსაც. ამ ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მარტში შემოსავლების გეგმა არ შესრულდა. ეს დანაკლისი შეივსო არაფინანსური აქტივების კლებით, ანუ ქონების გასხვისებით.
 მიწების პრივატიზაციის შედეგად, პირველ კვარტალში, 10-ჯერ მეტი თანხა შემოვიდა. დაგეგმილი 255 000 ლარის ნაცლად ბიუჯეტმა 2.4 მლნ ლარი მიიღო.
 ცნობისათვის, პირველ კვარტალში, შემოსავლების ნაწილში დანაკლისმა 1.9 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 1.4 მლნ ლარი დღგ-ს თანხა იყო, დანაკლისთა რიგებში გვხვდება საგზაო ჯარიმები და ა.შ. ეს დანაკლისი არაფინანსური აქტივების კლებამ (მიწების გაყიდვამ) შეავსო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები