მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო მზად არის, განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში დიალოგისა და დიპლომატიის ხელშეწყობის პროცესში

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩემს კოლეგასთან, ბატონ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრა გავმართე, ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივების შესახებ, – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

ყაველაშვილის თქმით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

„ბატონ ვაჰაგნ ხაჩატურიანს მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველო მზად არის, განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში დიალოგისა და დიპლომატიის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გავაკეთეთ“, – წერს ყაველაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...