29 აპრილი, სამშაბათი, 2025
29 აპრილი, სამშაბათი, 2025

დავით ქართველიშვილი: სავარაუდოდ, ტრამპმა ზელენსკის ვატიკანში შეხვედრისას რაღაც ისეთი შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტი უარს ვეღარ იტყოდა

„დონალდ ტრამპს სამ დღეში ამომრჩეველთან წარდგომა და ანგარიშის ჩაბარება უწევს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტად არჩევიდან 100 დღის განმავლობაში. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ მისი დაპირებების შესრულების ალბათობა ბუნდოვანია და 47%-იანი რეიტინგიც 42%-ამდე შეუმცირდა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ტრამპმა ზელენსკის ვატიკანში შეხვედრისას რაღაც ისეთი შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უარი ვეღარ თქვა.

„ფაქტობრივად, ტრამპის ძირითადი დაპირება, რაც წინასაარჩევნოდ გასცა, რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ბუნდოვანია; ის სატარიფო პოლიტიკაც, რაც გაატარა, გრენლანდიის მიერთებასა თუ კანადის გაუქმების დაპირებასთან ერთად, ცოტა არ იყოს და გაუგებარია.

როგორც ჩანს ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკება, საერთოდ, ჩიხშია შესული, თუმცა, სავარაუდოდ, ვატიკანში, ტაძრის ცენტრში, ზელენსკიმ ტრამპისგან ისეთი წინადადება მიიღო, რომ უარს ვეღარ იტყოდა. დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპი როცა ამომრჩევლის წინაშე წარდგება და თავისი პრეზიდენტობის 100 დღის ანგარიშს ჩააბარებს, იმასაც გააჟღერებს, თუ რას მიაღწია თუნდაც ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს გასვენებისას, ზელენსკისთან მცირეხნიანი საუბრისას“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები