თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე- საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება, სადაც დოკუმენტში აღარ არის ნახსენები NATO-ს მხარდაჭერა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მიმართ.

როგორც შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს პირველ რიგში. აგენტურა კი ომში გვექაჩებოდა“.

„კარგი, საქართველო ვთქვათ არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს პირველ რიგში. აგენტურა კი ომში გვექაჩებოდა.“-წერს თენგიზ შარმანაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...