რამაზ საყვარელიძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე: თუ რაიმე სერიოზული პროცესებია რუსეთთან დაკავშირებით, მას უნდა მოჰყოლოდა აღფრთოვანებული თბილისის მზადყოფნა მინისტრის მოადგილის წინადადების მიღებაზე. ასეთი რამ არ მომხდარა

ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვას, რომ როცა, „ქართული ოცნება“ „სუვერენიტეტის გაძლიერებაზე“ საუბრობს, გაუგებარია, როგორ უნდა აღვიქვათ და გავიგოთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საგარეო უწყების დუმილი, საყვარელიძემ უპასუხა, რომ თუ რაიმე სერიოზული პროცესებია რუსეთთან დაკავშირებით, მას უნდა მოჰყოლოდა აღფრთოვანებული თბილისის მზადყოფნა მინისტრის მოადგილის წინადადების მიღებაზე, რაც არ მომხდარა.

„თქვენ თუ იტყვით, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ საგარეო უწყება ეთანხმება სოხუმს და მოსკოვს ისე, რომ ეწინააღმდეგება საკუთარი ხელისუფლების განცხადებებს. არაა ეს ვერსია სერიოზული და, ვვარაუდობ, არც დუმილს აქვს სერიოზული მიზეზები.

თუ რაიმე სერიოზული პროცესებია რუსეთთან დაკავშირებით რასაც გულისხმობს თქვენი კითხვა, მას უნდა მოჰყოლოდა აღფრთოვანებული თბილისის მზადყოფნა მინისტრის მოადგილის წინადადების მიღებაზე. ასეთი რამ არ მომხდარა და არც მე ვიჩქარებ ამაზე ვარაუდის აწყობას“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...