22 აპრილი, სამშაბათი, 2025
22 აპრილი, სამშაბათი, 2025

“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა

დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა.

„2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, არადემოკრატიული კონსტიტუცია, არჩევნების გაყალბება, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, ქვეყანას აქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, ტარდება სამართლიანი არჩევნები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი“, – ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: 2012 წლის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 2012 წლის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია და ქვეყნის ეკონომიკა გაასამმაგა.

„საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. 2012 წლის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია და ქვეყნის ეკონომიკა გაასამმაგა. გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9,7 პროცენტით იზრდებოდა, რაც რეგიონში და ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 13 500 დოლარს მიაღწევს და საქართველო მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის გადაინაცვლებს. ლარის კურსი საიმედოდ სტაბილურია, 60-დან 36,4 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სამჯერ შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი და 700 ათასამდე ადამიანმა დაძლია სიღარიბე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე განცხადებაში საუბარია სახელმწიფოს მიდგომაზე სოციალური პოლიტიკისადმი, რომელიც 2012 წლიდან, ფუნდამენტურად შეიცვალა.

„2012 წლიდან, ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა“, – წერია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ პროგრესს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. 2012 წლის შემდეგ მოაწერა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ბრძოლით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი

საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს! – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები