მამუკა მდინარაძე შს მინისტრად შესაძლო დანიშვნის თაობაზე: მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ შინაგან საქმეთა მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის თაობაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება.

„ჭორებს ნუ აჰყვებით ძალიან გთხოვთ. არსებობს ასეთი ტელევიზია „ფორმულა“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჭორიკანა ტელევიზია და მეც გამიგია ეს ჭორები და „ფორმულამ“ ეს ჭორი კიდევ უფრო განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...