18 აპრილი, პარასკევი, 2025
18 აპრილი, პარასკევი, 2025

ლელა რაზიკაშვილი: ისინი ვინც დღეს დავთმეთ და არ მივედით „კავკასიურ ცარცის წრეში“ იმ მშობლის როლში გამოვედით, რომელმაც ბავშვს ხელი გაუშვა – „შუაზე ხომ არ გავგლეჯო“. ხელისუფლება სწორად მოიქცა, მისი გამარჯვება იყო დღევანდელი დღე

დღევანდელი გზავნილი იყო ასეთი: ჩვენ, რომ მოვალთ ხელისუფლებაში ჩვენ გადავწყვეტთ ვინ ისუნთქოს, ვინ არა, ვინ იცოცხლოს და ვინ არა და ამის შემდეგ გაუკვირდებათ, რომ არჩევნებზე არ მისცემენ ხმას იმიტომ, რომ ბადებენ შიშს, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან დღეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თარიღების ოკუპაცია არის დაუშვებელი და ის, რომ ხელისუფლება დღეს არ მივიდა 9 აპრილის მემორიალთან და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს ეკლესიაში დაესწრო, იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება.

ლელა რაზიკაშვილის განცხადებით, რადიკალების მხრიდან 9 აპრილის მემორიალის ოკუპაცია დღეს მათი დიდი მარცხი იყო.

„ერთმა ორმა პოლიტიკოსმა ვისაც დღეს ვუსმენდი ძალიან კარგად დაიჭირა ეს და მიხვდა, რომ ეს იყო უფსკრული, ეს იყო ძალიან წამგებიანი და განაცხადა, რომ აქ ვინც ახლა სხვა მოსაზრების ადამიანს არ უშვებს, ის არის პროვოკატორი. ეს მათ კარგად დაინახეს. ვისაც ჰგონია ახლა, რომ ჩვენ იქ არ მივედით იმიტომ, რომ მათი გამარჯვების შეგვეშინდა, არა. ეს არის ისეთი „კავკასიური ცარცის წრე“, სადაც გამარჯვებული არის ის ადამიანი და ყველაზე მეტად მოყვარული საქართველოსი არის ის ადამიანი ვინც, აი, როგორც იმ ბავშვის მშობელმა დაიძახა „არ შემიძლია, შუაზე ხომ არ გავგლეჯ“ და დიდი სიყვარულის გამო გაუშვა ხელი, დიდი პასუხისმგებლობის გამო გაუშვა ხელი, ჩვენ, ის ადამიანები ვინც დღეს დავთმეთ და არ მივედით, თუნდაც ჩვენი ხელისუფლება ძალიან სწორად მოიქცა, მისი გამარჯვება იყო დღევანდელი დღე, ამ „კავკასიურ ცარცის წრეში“ ამ როლში გამოვედით. მოდი დაფიქრდეს ყველა ის ადამიანი რა როლში არიან „კავკასიურ ცარცის წრეში“, როგორ გლეჯენ, როგორ სტკენენ საკუთარ სამშობლოს და მომავალში როგორ შემოუბრუნდება ეს მათ.

ეს იყო ძალიან წარუმატებელი დღე მათთვის. გამორიცხულია, რომ არ მიმხვდარიყვნენ თუმცა მხოლოდ ორმა გაბედა ამის თქმა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავიანთ ოფისებში შეკეტილები ძალიან კარგად მიხვდებიან იმას, რომ დღევანდელი დღე იყო კიდევ უფსკრულის გაზრდა მათსა და ხალხს შორის. თუ პოლიტიკოსი არ ხარ მომზადებული იმისთვის, რომ შეხვდე საქართველოს, შეხვდე საწინააღმდეგო აზრის მატარებელ საზოგადოებას მაშინ, რომელ დემოკრატიაზე მელაპარაკები.

დღევანდელი გზავნილი იყო ასეთი: ჩვენ, რომ მოვალთ ხელისუფლებაში ჩვენ გადავწყვეტთ ვინ ისუნთქოს, ვინ არ ისუნთქოს, ვინ სად მივიდეს, ვინ იცოცხლოს და ვინ არ იცოცხლოს. და ამის შემდეგ მათ გაუკვირდებათ, რომ ადამიანები მივლენ და ათჯერ, რომ დაინიშნოს არჩევნები არ მისცემენ ხმას იმიტომ, რომ ელემენტარულად ბადებენ შიშს. თუ ახდენ ყველაზე ძვირფასის და წმინდას ოკუპაციას, მე შენ საქართველოს ხელისუფლება, როგორ უნდა განდო?! ეს არის ამომრჩევლის მხრიდან დანახული ეს წამგებიანი დღე“, – განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები