გიორგი ზერეკიძე: გინების გამო ადამიანებს კლავდნენ ციხეში. ეს ჩემი ამბავი გახმაურდა ესე და ჩემი ამბავი გაიგო საზოგადოებამ, თორემ ძალიან ბევრი ამბავი არის, შეიძლება ჩემზე უარესებიც კი, რაც გაუკეთებიათ იქ და უბრალოდ არ ვიცით ჩვენ

ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გინების გამო ადამიანებს კლავდნენ ციხეში.

„2011 წლის 16 აგვისტოს მოხდა მამაჩემის ამბავი. ეს არის ის პერიოდი როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ 26 მაისიც დარბეული აქვს, მანამდე ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდა გაცხადებული პოლიტიკაში შემოსვლა და ჰგონიათ, რომ ჩვენ ვართ და ჩვენ ვართო. გინების გამო ადამიანებს კლავდნენ ციხეში. ეს ჩემი ამბავი გახმაურდა ესე და ჩემი ამბავი გაიგო საზოგადოებამ, თორემ ძალიან ბევრი ამბავი არის, შეიძლება ჩემზე უარესებიც კი, რაც გაუკეთებიათ იქ და უბრალოდ არ ვიცით ჩვენ და ვერ გავიგეთ ეს ამბავი“, – განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...