3 აპრილი, ხუთშაბათი, 2025
3 აპრილი, ხუთშაბათი, 2025

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოსთვის იდეალურია აშშ-მ და ევროკავშირმა ითანამშრომლონ ევროკავშირის უსაფრთხოებისათვის, რომლის ნაწილიც საქართველოა

საქართველოსთვის იდეალურია აშშ-მ და ევროკავშირმა ითანამშრომლონ ევროკავშირის უსაფრთხოებისათვის, რომლის ნაწილიც საქართველოა, – განაცხადა ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ გამოცემასთან.

კითხვაზე: ორ აქტორზე, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე საუბრისას, საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი პარტნიორი რომ აირჩიოთ, რომელი იქნებოდა ეს? ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია იყოს იყოს უსაფრთხო ევროკავშირის ნაწილი.

„მოგეხსენებათ, საქართველოს სურს იყოს ევროკავშირში და ჩვენ თავს ვხედავთ ევროპული ცივილიზაციისა და ევროპის ნაწილად. ჩვენი, როგორც ქვეყნის პრიორიტეტია ვიყოთ უსაფრთხო ევროკავშირის ნაწილი. მაგრამ არა მგონია, რომ აშშ მთლიანად ჩამოშორდეს ევროპას. ცხადია, ამერიკელები ყოველთვის იქნებიან ევროპაში. ამიტომ, საქართველოსთვის იდეალურია აშშ-მ და ევროკავშირმა ითანამშრომლონ ევროკავშირის უსაფრთხოებისათვის, რომლის ნაწილიც საქართველოა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები