2 აპრილი, ოთხშაბათი, 2025
2 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

ზაალ ანჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მარიამ რატიანის ოჯახის ტერორზე: მე არა მაქვს იმის იმედი, რომ ამ საბრალო ქალის და მისი ოჯახის ტრაგედია რაიმე ემპათიას გამოიწვევს იმ “ბაბლში” დღეს რომ რუსთაველზე შეიკრიბება

ზაალ ანჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მარიამ რატიანის ოჯახის ტერორზე: მე არა მაქვს იმის იმედი, რომ ამ საბრალო ქალის და მისი ოჯახის ტრაგედია რაიმე ემპათიას გამოიწვევს იმ “ბაბლში” დღეს რომ რუსთაველზე შეიკრიბება

ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის, „იბისის“ სუპერმარკეტების ქსელის თანადამფუძნებლის მარიამ რატიანის ეპიზოდს ეხმიანება, რომლის ოჯახიც რეჟიმმა 2009 წლის მაისში აქციაზე საჭმლის მიტანის გამო დასაჯა.

ანჯაფარიძის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ მარიამ რატიანის ოჯახის ტრაგედია რაიმე ემპათიას გამოიწვევს იმ „ბაბლში“, რომელიც დღეს რუსთაველზე შეიკრიბება, თუმცა, არის საზოგადოების მრავალრიცხოვანი მეორე ნაწილი, რომელიც ყველაფერს იღონებს, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩამდენნი და მათი სატელიტები ვერასდროს აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში.

„მე არა მაქვს იმის იმედი, რომ ამ საბრალო ქალის და მისი ოჯახის ტრაგედია რაიმე ემპათიას გამოიწვევს იმ “ბაბლში” დღეს რომ რუსთაველზე შეიკრიბება. თუმცა, ვართ საზოგადოების მეორე, მათზე უფრო მრავალრიცხოვანი ნაწილი, ვისთვისაც ასეთ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია და დარწმუნებული ვარ ყველაფერს ვიღონებთ, რომ ამის ჩამდენები და მათი დღევანდელი სატელიტები, ვერასოდეს აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში.
P.S. თუ დააკვირდით, ნაცმოძრაობასთან აფილირებული არცერთი წამყვანი სააგენტო არ აშუქებს ამ ამბავს,“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

Byline Times – ის სტატია,...