1 აპრილი, სამშაბათი, 2025
1 აპრილი, სამშაბათი, 2025

დიმიტრი ხუნდაძე ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ: „დიფ სთეითი“ ისევ ფლობს ბერკეტებს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას

დიმიტრი ხუნდაძე ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ: „დიფ სთეითი“ ისევ ფლობს ბერკეტებს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას

,,მეგობარი აქტი“ და მსგავსი ტიპის გზავნილები არის იმისთვის, რომ [გარე ძალებმა] ხელი შეუწყონ [საქართველოში არსებულ] მილევად აქციებს, სადაც უკვე თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები გამოდიან“, – ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „დიფ სთეითი“ ხელს უშლის საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას.

“დიფ სთეითი“ ისევ ფლობს ბერკეტებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო პროცესს ხელი შეუშალოს, [მიუხედავად იმისა, რომ] ეს მსოფლიოს უდიდესი ნაწილის ინტერესია. ასევე, ის ხელს უშლის საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები