ტრამპმა ონლაინ ჯგუფში ჟურნალისტის დამატებას უმნიშვნელო ინციდენტი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში ამერიკელი მაღალჩინოსნების ონლაინ სასაუბრო ჯგუფში ჟურნალისტის დამატების ფაქტს უმნიშვნელო ინციდენტი უწოდა, რომელსაც არაფერზე გავლენა არ მოუხდენია.

თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ინციდენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკ უოლცისთვის „გაკვეთილი იყო“.

„მაიკ უოლცისთვის ეს გაკვეთილი იყო. ის კარგი კაცია“, – აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ის მის გუნდში დარწმუნებულია. მისი თქმით, ის არ არის იმედგაცრუებული. ტრამპის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტი იყო ერთადერთი ორი თვის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ახალი ადმინისტრაცია მუშაობას შეუდგა.

ცნობისთვის, გამოცემა „ატლანტიკის“ ჟურნალისტი ჯეფრი გოლდბერგი „სიგნალის“ აპლიკაციაში შექმნილ სასაუბრო ჯგუფში აღმოჩნდა, სადაც ტრამპის კაბინეტის წევრები, კერძოდ, ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი იემენელ „ჰუსიტებზე“ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციას განიხილავდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის...