ევროკავშირის სტრუქტურებში მომუშავე დაახლოებით 66 ათასმა ჩინოვნიკმა უკანასკნელ სამ წელიწადში მეშვიდედ გაიზარდა ხელფასები. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ჩინოვნიკები მომატებულ ხელფასს უკვე აპრილიდან მიიღებენ. ევროკრატების მინიმალური საბაზისო ხელფასი დღგ-ს გამოკლებით 3361 ევროდან 3645 ევრომდე გაიზრდება. მაქსიმალური ხელფასი 23 262 ევროდან 25 229 ევრომდე გახდება.
ხელფასების ზრდა ევროკომისიის წევრებზეც აისახება. ასე მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის საბაზისო თვიური ხელფასი 2700 ევროზე მეტით გაიზრდება და 34 800 ევროს შეადგენს. ევროკომისრები 28 400 ევროს მიიღებენ, რაც 2200 ევროთი მეტი იქნება.
როგორც Bild-ი აღნიშნავს, ევროკავშირის ჩინოვნიკები ხელფასს ძალიან გაუმჭვირვალე ფორმულით იღებენ. იდეაში, მათი ხელფასების ინდექსაცია ბრიუსელსა და ლუქსემბურგში არსებული ინფლაციისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო უწყებებში არსებული ხელფასების გათვალისწინებით ხდება. როგორც წესი, ხელფასი წელიწადში ერთხელ იზრდება, თუმცა ბოლო წლებში მაღალი ინფლაციის გამო ეს წესი შეიცვალა და თანამდებობრივი სარგო ექვს თვეში ერთხელ იზრდება.