პოლიციამ ხობში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული
ზ.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად,
ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბლაგვი საგნის გამოყენებით
სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ნაცნობს – 1974 წელს დაბადებულ ხ.ლ.-ს,
რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.უ მომხდარიდან
მალევე ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...