უნგრეთს სურს, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერული ზონა იყოს, – განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ The Financial Times-თვის მიცემულ ინტერვიუში.
უნგრელი მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა უკრაინას აღარ უნდა დაუჭიროს მხარი იარაღითა ან ფულით.
ბოკას განცხადებით, ბუდაპეშტი სკეპტიკურად უყურებს იმ საკითხს, რომ უკრაინის გაწევრიანება თავდაცვით ალიანსებში ევროპას მეტ უსაფრთხოებას მოუტანს. ამასთან ერთად, უკრაინას შეუძლია იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რაც ორივე მხარეს აწყობს.
უნგრელი მინისტრის თქმით, თუ აშშ და ევროკავშირი უკრაინაში რაღაცას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანხმობის გარეშე გააკეთებენ, ეს კონფლიქტის მიზეზი გახდება.