აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, „დემოკრატებმა“ არჩევნებში კრახი იმის გამო განიცადეს, რომ ისეთ სულელურ და ნეგატიურ იდეებს უჭერდნენ მხარს, როგორიც ტრანსგენდერული იდეოლოგია და ქალთა სპორტში მამაკაცების ასპარეზობაა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოპონენტი პარტია იმის გამოც გააკრიტიკა, რომ კრიმინალი არალეგალი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ეწინააღმდეგებიან.
„დემოკრატებმა“ არჩევნებში დიდი სხვაობით წააგეს სულელური იდეების გამო. მათ მიერ მხარდაჭერილი იდეების 90% ნეგატიურია, მაგალითად, ტრანსგენდერობა ყველასთვის, კაცები ქალების სპორტში. ისინი ასეთ რამეებს ემხრობიან და დღემდე იბრძვიან ამისთვის. ახლა კი ახალი თემაა აქვთ. ისინი იცავენ მკვლელებს და ჩვენი ქვეყნის მოძულეებს – ხალხს, ვისაც ისრაელი სძულს და სძულს ჩვენი ხალხი. „დემოკრატებმა“ ვერ მიაგნეს დადებით საკითხს, რომელსაც მხარს დაუჭერენ“, – თქვა ტრამპმა.