9 მაისი, პარასკევი, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

ცაგურია: ვნახეთ ომში გამდიდრებული სატელევიზიო მებრძოლები. პირში კბილი არ ჰქონდათ, ახლა ჰოლივუდის ღიმილით გვერთვებიან პირდაპირ ეთერებში. ომში გასუქებული კაცი აქ ვნახე პირველად. არც ერთ ამ სატელევიზიო მებრძოლს ეკალიც კი არ შერჭობია

თუკი რაიმე რესურსი იყო, ყველაფერი დაახარჯეს მთელი მსოფლიოდან ამ ხალხს. ამათაც დახარჯეს და გახარჯეს და ვერაფერი ქნეს, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ.

მისი თქმით, ოპოზიციამ პროვოკაციების რესურსი ამოწურა თუნდაც მაშინ, როდესაც ვერ შეძლო საქართველოს უკარინის ომში ჩართვა.

„ვერც აწი იზამენ ეგენი ვერაფერს. აწი უფრო და უფრო ვეღარ იზამენ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება სამყარო და როგორ იცვლება მსოფლიო. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებს ვხედავთ, იქ რა ხდება. რა ხდება ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენი ქვეყნის იყო ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, უკრაინის ფრონტზე. როცა ადამიანებმა აქ მოდაში შემოიღეს ვითომ ომში წასვლა, იქ „სელფების“ გადაღება და „ტიკ ტოკში“ ბრძოლა და აქ პროვოკაცია რომ მოუწყვეს ჩვენს ქვეყანას, რომ აბა, არიქა ომში მინდა წასვლა და არ მიშვებენ და საქართველოს ხელისუფლება თითქოს არ უშვებს. სხვათა შორის სამი წელი გავიდა, ომი მიდის და ვერ ჩააღწიეს უკრაინამდე. ვინც იქ იყო აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც იმ პროვოკაციაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო დაგეგმილი მონაწილეობდა, არც ერთი მათგანი ინტერვიუებს ვინც აძლევდა არ ჩასულა უკრაინაში საომრად. ჩვენ ვხედავდით ეს რატომაც კეთდებოდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოეწყოთ პროვოკაცია. თორემ ნებისმიერი მათგანი, ხვალ მოვიდეს ჩემთან და მე დავეხმარები და ჩავიყვან იქ, რა პრობლემაა?!

ჩვენ ვნახეთ ომში გამდიდრებული სატელევიზიო მებრძოლები. ადამიანები, რომლებსაც პირში კბილი არ ჰქონდათ, ახლა ჰოლივუდის ღიმილით გვერთვებიან პირდაპირ ეთერებში. ომში გასუქებული კაცი აგერ, ახლა აქ ვნახე პირველად, ეს ჩვენი „ტიკ ტოკერი“ მეომრები.

წარმოიდგინეთ, ახლა მაგათ ჭკუაზე რომ გაევლო საქართველოს ხელისუფლებას, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით. მილიონი ადამიანი არის ამ ომში გარდაცვლილი და დასახიჩრებული და არც ერთ ამ სატელევიზიო მებრძოლს ეკალიც კი არ შერჭობია. ანუ ესენი იყვნენ მიზანმიმართული პროვოკატორები საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები