გია აბაშიძე FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე: როგორი წარუმატებელიც იყო კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 000 დოლარის ეფექტი

როგორი წარუმატებელიც იყო დავით კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 ათასი დოლარის ეფექტი თვითპრომოუშენისთვის. მეგალომანია არაპოპულარული ნაცპოლიტიკოსების ერთ-ერთი მახასიათებელია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა, რაშიც 600 000 დოლარი გადაიხადა.

ანალიტიკოსის განცხადებით, გილაური ისეთივე უშანსოა, როგორც სალომე ზურაბიშვილი და მის დასავლელ კურატორებს გაწბილება ელით.

“როგორი წარუმატებელიც იყო დავით კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 ათასი დოლარის ეფექტი თვითპრომოუშენისთვის. მეგალომანია არაპოპულარული ნაცპოლიტიკოსების ერთ-ერთი მახასიათებელია. გაწბილდებიან ნიკა გილაური და მისი დასავლელი კურატორები, რადგან რადიკალების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ის ვერ გახდება. უშანსოა, როგორც ტრაგიკომიკური სალომე ზურაბიშვილი.
აწი იქნება ცალკეული ამერიკელი პოლიტიკური აქტორების ბლა ბლა კომენტარები საქართველოს ექს-პრემიერ გილაურზე, შეკვეთილი უხარისხო სტატიები და ა.შ.

FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა.
გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Continental Strategy-ი წარმოადგენს Reformatics-ის ინტერესებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების ყოვლისმომცველი პროგრამის ფარგლებში. საქმიანობა შესაძლოა მოიცავდეს ლობირებას, საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას და აშშ-ის პოლიტიკოსებთან ურთიერთობას.
გარდა ამისა, „Continental strategy-ი ხელს შეუწყობს აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დასამყარებლად სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას“.” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...