18 მარტი, სამშაბათი, 2025
18 მარტი, სამშაბათი, 2025

ზურაბ ქადაგიძე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტ ანა ჩხიკვაძეზე: აი, ბენდუქიძის ლიბერალური ეკონომიკისა და ლომაიას, განათლების რეფორმების „საამაყო“ პროდუქტი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის ანა ჩხიკვაძის განცხადებას „რამდენჯერ მომიხსენიეს, როგორც აშშ-ს აგენტი, აშშ-ს პროპაგანდისტი – მე ამით ყოველთვის ძალიან ვამაყობ – „ამერიკის ხმა“ ამერიკულ ძალადობას, რომლისაც მე მტკიცედ მჯერა საზღვარგარეთ ეხმარება“ სოციალური ქსელით ეხმიანება.

ექსპერტი ანა ჩხიკვაძის მისამართით წერს, რომ ის სხვა ქვეყნის მომსახურე, „განათლებული“, მაგრამ უსამშობლო ახალგაზრდაა.

„აი, ბენდუქიძის ლიბერალური ეკონომიკისა და ლომაიას, განათლების რეფორმების “საამაყო” პროდუქტი.
სხვა ქვეყნის მოსამსახურე, უსამშობლო, მაგრამ “განათლებული” ახალგაზრდა!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები