ზურაბ ქადაგიძე: სააკაშვილის სასამართლო არ იყო დასრულებული და ჟორჟოლიანის ფონდიც გასულა, „მომსახურების ზონიდან“

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდის დაყადაღებას ეხმიანება. როგორც ექსპერტი წერს, ცხადი ხდება, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა რადიკალებისათვის მარცხით დასრულდება.

მეტიც, ზურაბ ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ ქართული „ფარას“ ამოქმედების შემდეგ დესტაბილიზაციის მომხრეები მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.

„ხედავ შენ, ურემი როგორ აჩქარებულა?!

სააკაშვილის სასამართლო არ იყო დასრულებული და ჟორჟოლიანის ფონდიც გასულა, „მომსახურების ზონიდან“…

ახლა თუ მაინც მიხვდებით, რომ ცეცხლს ეთამაშებით და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას ვერ მოიგებთ, კარგი იქნება.

ჯერ სადა ხართ, ქართული „ფარა“ და მუხლი „307“ ამოქმედდეს, მერე ითვალეთ წიწილები…“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...