17 მარტი, ორშაბათი, 2025
17 მარტი, ორშაბათი, 2025

სოზარ სუბარი: „დიფ სთეითს“ „ვეთინგზე“ რომ არ დავთანხმდით, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქაოსში ჩაძირულები ვიქნებოდი

„დიფ სთეითმა“ რუმინეთის სასამართლოში იმ ადამიანების შეყვანა მოახერხა, რომლებიც მის მიერ იყვნენ მართულები. იმავეს გაკეთება საქართველოში იმიტომ ვერ მოახერხეს, რომ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით, რათა ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობა დაგვეცვა“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება „დიფ სთეითს“ „ვეთინგზე“ რომ არ დათანხმდა, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს მათ სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქვეყანა ქაოსში ჩაძირული იქნებოდა და ცუდ შემთხვევაში – ომში.

„ვეთინგის“ მოთხოვნამდე ძალიან ადრე, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, როცა გავიმარჯვეთ, მთავარი, კატეგორიული მოთხოვნა, რასაც გვიყენებდნენ, იყო ის, რომ სასამართლო სისტემიდან არცერთი მოსამართლე არ უნდა გაგვეთავისუფლებინა. ეს იმიტომ, რომ განცდა ჰქონდათ, რადგან ეს მოსამართლეები ძველი რეჟიმის მიერ იყვნენ დანიშნულები, ისინი ამ საერთაშორისო ძალების თამაშის ნაწილი გახდებოდნენ. როცა ნახეს, რომ გარედან სასამართლოს ვეღარ აკონტროლებდნენ, საპირისპირო მოთხოვნები წამოვიდა. დაიწყო ზუსტად იმ მოსამართლეების „გაშავება“, რომელთა სისტემაში დატოვებასაც მანამდე კატეგორიულად ითხოვდნენ. როცა ამ „გაშავებით“ ვერაფერს მიაღწიეს, შემდეგ უკვე „ვეთინგის“ მოთხოვნა დაიწყეს. ამაზე არ დავთანხმდით და სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს, რომ სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქაოსში ჩაძირულები ვიქნებოდით და ცუდ შემთხვევაში – ომში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები