საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „რაგბი ევროპის“ ჩემპიონობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„გილოცავთ! საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია!“ – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ ქარდზე.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია.