ტადაო ანდოს ნამუშევარს „ფიროსმანის მაგიდა“ , რომელიც ხელოვნების, კონცეპტუალური მინიმალიზმისა და პოეტური სიმბოლიზმის არნახული ნაზავია, სამუზეუმო დაწესებულებები და კოლექციონერები აკვირდებიან.
ნამუშევარი აკრილის კუბებში ჩასმული 564 ლურჯი ვარდისგან და 164 ცარიელი კუბისგან შედგება. კუბი ერთდროულად როგორც დამცავ ჭურჭელს, ასევე მდუმარე სამარეს განასახიერებს; ლურჯი ვარდი კი – წარმავალი სილამაზის მარადისობასა და ჭკნობას შორის იდუმალ ბალანსს წარმოაჩენს.
„ფიროსმანის მაგიდა“ უბრალოდ სკულპტურა როდია – ის ემპირიული გარემოა, რაც მას ხელოვნების ნიმუშების ისეთივე კატეგორიაში აყენებს, როგორებიცაა მონეს Water Lilies („წყლის შროშანები“) ან იაიოი კუსამას Infinity Rooms („უსასრულობის ოთახები“).
ტადაო ანდოს წინასწარმეტყველური სკულპტურის Blue Rose in the Cube Study 1 -მა, „ფიროსმანის მაგიდის“ პროტოტიპმა – კრისტის აუქციონზე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თავდაპირველად £10,000–£15,000 შეფასებულმა ნამუშევარმა ფსონების ომი გამოიწვია და საბოლოოდ – £88’200-ად, ანუ მისი წინასწარი შეფასების ზედა ნიშნულზე თითქმის ექვსჯერ მეტად გაიყიდა.