16 სექტემბერი, სამშაბათი, 2025
16 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

ნინო ფოჩხუა ოპოზიციას- სანამ, არა თუ უკეთესს, არამედ მსგავს ოპონენტს არ დაუყენებთ ირაკლი კობახიძეს საარჩევნო მარათონში, ვერასდროს მოიგებთ არჩევნებს

”ტელეეკრანიდან გვესაუბრებოდა პროფესიონალი, ყველა განხილული თემის ღრმად მცოდნე ახალგაზრდა კაცი, პრინციპული და ქვეყნის მოყვარული, მეტად საინტერესო რესპონდენტი“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელმაც „იმედის“ ეთერში უცხოეთიდან ქვეყნის შიდა ჩარევაზე და შანტაჟზე ისაუბრა.

„არ განვიხილავ პრემიერის გუშინდელ ინტერვიუს “იმედის” ეთერში. გირჩევთ ყველამ მოუსმინოს.
ტელეეკრანიდან გვესაუბრებოდა პროფესიონალი, ყველა განხილული თემის ღრმად მცოდნე ახალგაზრდა კაცი, პრინციპული და ქვეყნის მოყვარული, მეტად საინტერესო რესპონდენტი.
ოპოზიციის (ასეთი თუ არსებობს საერთოდ,) გასაგონად, სანამ, არა თუ უკეთესს, არამედ მსგავს ოპონენტს არ დაუყენებთ ირაკლი კობახიძეს საარჩევნო მარათონში, ვერასდროს მოიგებთ არჩევნებს.“-წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლაშა გეგეჭკორი: 2012 წლის 21...

სოსო არჩვაძე: 2025 წლის მეორე...