12 მარტი, ოთხშაბათი, 2025
12 მარტი, ოთხშაბათი, 2025

ჩინეთის კომუნისტური პარტია აშშ-თან ურთიერთობაზე: არცერთი ქვეყანა არ უნდა ოცნებობდეს იმაზე, რომ მას ჩინეთზე ზეწოლა და ამავე დროს კარგი ურთიერთობების განვითარება შეეძლება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტურმა პარტიამ ყოველწლიური სესიის მასალები გამოაქვეყნა, სადაც აშშ-თან ურთიერთობებს ცალკე თავი ეთმობა და აღნიშნულია, რომ არცერთი ქვეყანა არ უნდა ოცნებობდეს იმაზე, რომ მას ჩინეთზე ზეწოლა და ამავე დროს კარგი ურთიერთობების განვითარება შეეძლება.

„ურთიერთპატივისცემა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საბაზისო ნორმას წარმოადგენს. ეს აგრეთვე არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებისთვის. არცერთი ქვეყანა არ უნდა ოცნებობდეს იმაზე, რომ მას ჩინეთზე ზეწოლა და ამავე დროს კარგი ურთიერთობების განვითარება შეეძლება. ასეთი ორპირული მოქმედებები ორმხრივი ურთიერთობების სტაბილურობას ან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს არ უწყობს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ჩინეთი და აშშ, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი განვითარებული ქვეყნები ამ პლანეტაზე დიდი ხანი იარსებებენ. შესაბამისად, ისინი მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ უნდა ისწრაფოდნენ, აღნიშნავს ჩინეთის მმართველი პარტია.

მასალებში აგრეთვე საუბარია ნარკოტიკული საშუალება ფენტანილის პრობლემაზე. ჩინეთის კომუნისტური პარტია აღნიშნავს, რომ თავად ებრძვის ამ პრობლემას და აშშ-ს იმავეს გაკეთებას ურჩევს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები