12 მარტი, ოთხშაბათი, 2025
12 მარტი, ოთხშაბათი, 2025

ზურაბ ქადაგიძე: გვირგვინივით აჯდება, „მკვდარი ცხენის თეორია“ ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას, არა?! ქმნიან პარტიებს, ცვლიან სპიკერებს, აწყობენ აქციებსა და მარშებს თუმცა – მკვდარ ცხენს ვერ აცოცხლებენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის გეგმებს ეხმიანება. ექსპერტი „მკვდარი ცხენის თეორიაზე“ წერს და აღნიშნავს, რომ ეს თეორია ზუსტად ერგება რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც არ სურს რეალობას თვალი გაუსწოროს.

„”მკვდარი ცხენის თეორია” – სტრატეგიულ მენეჯმენტში, “კლასგარეშედ” ისწავლება, როგორც მეტაფორა, სატირული მაგალითი უმეცრებისა თუ როგორ ვერ ათვითცნობიერებენ ორგანიზაციები და ჯგუფის ლიდერები რეალობას და ყველა ხერხს მიმართავენ “მკვდარი ცხენით” იჯირითონ.
ცვლიან უნაგირებს, ლაგმებს, მხედრებს, მომვლელებს, ვეტ-ექიმებს და კვების რაციონსაც კი, ოღონდ რეალობას თვალი არ გაუსწორონ.
საბოლოოდ ისეთ პარადოქსსაც კი მამართავენ, რომ სიტყვა მკვდარსაც უცვლიან შინაარს, რომ ყველა დააჯერონ ცხენის ჯირითის უნარსა და შესაძლებლობაში.

როგორ გვირგვინივით აჯდება, ეს თეორია ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას, არა?!
ქმნიან პარტიებს, ცვლიან სპიკერებს, სახელებს უცვლიან გაერთიანებებს, ადგენენ ქარტიებსა და მანიფესტებს, აწყობენ აქციებსა და მარშებს თუმცა – მკვდარ ცხენს ვერ აცოცხლებენ.
ჰოდა, ბოლო პარადოქსსაც მიაღწიეს – უყურებენ საკუთარ სასოწარკვეთილ მდგომარეობას, მაგრამ ყველას აჯერებენ, რომ მკვდარ ცხენსაც შეუძლია დოღის მოგება!

ეგრე გააგრძელეთ, ტემპი არ დააგდოთ, თქვე საცოდავებო!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები