BBC: კანადის მომავალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი იქნება

კანადის მმართველი „ლიბერალური პარტიის“ თავმჯდომარის არჩევნებში 59 წლის მარკ კარნიმ გაიმარჯვა, რაც მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების საშუალებას აძლევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში სულ სამი კანდიდატი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ინგლისის ბანკისა და კანადის ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველი კარნი იყო.

გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ კარნი სიტყვით გამოვიდა და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ კანადა არასდროს გახდება ამერიკის 51-ე შტატი და დაამატა, რომ სატარიფო ომში მისი ქვეყანა გაიმარჯვებს. „ვაჭრობაში, როგორც ეს ჰოკეიში ხდება, კანადა გაიმარჯვებს“, – თქვა მომავალმა პრემიერმა.

ცნობისთვის, 6 იანვარს კანადის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა და „ლიბერალური პარტიის“ თავმჯდომარემ ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ პარტიის ლიდერისა და პრემიერის თანამდებობის დატოვებას აპირებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა,...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ე.წ. second-hand ოპოზიციად იქცა და საერთაშორისო რესპუბლიკურმა...