4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

სირიაში შეიარაღებული შეტაკების შედეგად, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სირიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული შეტაკების შედეგად, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 750 მშვიდობიანი მოქალაქეა, 125 სირიის მთავრობასთან დაკავშირებული მებრძოლი და ასადის მხარდამჭერი 148 გასამხედროებული პირია.

სისხლიანი დაპირისპირება სირიაში, 13-წლიანი სამოქალაქო ომის პერიოდში ყველაზე სასტიკ ძალადობად ფასდება.

შეიარაღებული დაპირისპირება ლათაკიის პროვინციაში დროებითი სამთავრობო ძალების მიერ დაწყებულ რეიდებს მოჰყვა. ასადის რეჟიმის მომხრეები სამთავრობო ძალებს დაესხნენ თავს, არმიამ კი საპასუხო ოპერაციისას, ასობით ადამიანი მოკლა.

შეიარაღებული დაპირისპირების თვითმხილველების თქმით, სირიის უსაფრთხოების ძალებმა იძულებით გამოიყვანეს ხალხი ქუჩებში, ჩაამწკრივეს და რიგრიგობით დახოცეს. ვრცელდება ცნობები ქალებზე ძალადობის შესახებაც.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.