ბრიტანელი ჟურნალისტები: აშშ-მა უკრაინისთვის ყველა სადაზვერვო, მათ შორის რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაციის გადაცემა შეაჩერა

გამოცემა The Economist-ის ჟურნალისტმა, ოლივერ კეროლმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-მა უკრაინა საჰაერო განგაშების შესახებ ინფორმაციის წყაროს გარეშე დატოვა.

„აკრძალვა შეეხო იმ მონაცემების გაზიარებას, რომელიც HIMARS-ის გამოყენებისთვის არის საჭირო. უკრაინა აგრეთვე აღარ იღებს ინფორმაციას რეალურ დროში შორი მანძილზე დარტყმების განსახორციელებლად. ტრამპს მადლიერება სურდა. მოგვიწევს ამის შესახებ დაწერა მკვდარი უკრაინელების საფლავებზე“, – დაწერა კეროლმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს...