4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

Reuters: აშშ და „ჰამასი“ პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩაერთო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, მოლაპარაკებების მთავარი თემაა ებრაელი მძევლების გათავისუფლება, რომლებიც “ჰამასის“ ტყვეობაში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან იმყოფებიან. „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების საკითხებში ადამ ბოლერი მონაწილეობს.

ბოლერი კატარის დედაქალაქ დოჰაში ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც დაჯგუფების წევრებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მართავს. მანამდე აშშ „ჰამასთან“ პირდაპირ კონტაქტებს ერიდებოდა. 1997 წლიდან ვაშინგტონს ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი.

Reuters-ის ცნობით, ასეთი მოლაპარაკებები ეწინააღმდეგება აშშ-ის დიდხნიან პოლიტიკას, რომელიც კრძალავს ტერორისტულ ორგანიზაციებთან პირდაპირ კონტაქტს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.