Daily Mail: აშშ-მა ბრიტანეთს უკრაინისთვის ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა აუკრძალა

აშშ-მა დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა აუკრძალა. ინფორმაციას Daily Mail-ი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ექსპერტზე, ფილ ინგრემზე და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის კვლევების ინსტიტუტის დირექტორზე, მეთიუ სევილზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ბრიტანეთის სამთავრობო კავშირის ცენტრმა, სადაზვერვო სააგენტოებმა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ქვედანაყოფებმა მიიღეს ბრძანება, რომელიც ამერიკის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას კრძალავს.

„აშშ-ის პარტნიორებს დაზვერვის სფეროში, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა აუკრძალეს. აშშ მკაცრად გააკონტროლებს მისი სადაზვერვო ინფორმაციის გავრცელებას უკრაინაში, კიევში მოქმედი სააგენტოების მეშვეობით“, – ციტირებს გამოცემა ინგრემს.

როგორც Daily Mail-ი აღნიშნავს, აკრძალვა უკავშირდება 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა...

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონატიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, აღნიშნულ პარტიებს ევროპული სტანდარტით...