4 მარტი, სამშაბათი, 2025
4 მარტი, სამშაბათი, 2025

CNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ჩინეთი 15-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს აშშ-დან იმპორტირებულ ქათამზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე.

10-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდება ამერიკულ სორგოზე, სოიაზე, ღორისა და საქონლის ხორცზე, წყალზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის ნაწარმზე.

ცნობისთვის, ტრამპის გადაწყვეტილებით, დღეიდან აშშ ჩინურ, მექსიკურ და კანადურ საქონელზე 20-პროცენტიან ტარიფს აწესებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები