თეთრი სახლის წარმომადგენელმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დროებით შეჩერება დაადასტურა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ აჩერებს სამხედრო დახმარებას უკრაინისათვის, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი არ დაადგენს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კეთილსინდისიერ ძალისხმევას მიმართავს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მშვიდობაა. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენს პარტნიორებსაც ჰქონდეთ იგივე მიზანი. ამიტომ ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი ხელს უწყობს პრობლემის გადაჭრას“, – ნათქვამია თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებაში.