აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ნაკლები ფიქრია საჭირო და მეტი დრო უნდა დაეთმოს ფიქრს ევროპაზე.
„ჩვენ ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ პუტინზე ფიქრს და მეტი ვიფიქროთ მოძალადე მიგრანტებზე, ნარკობარონებზე, მკვლელებზე და ადამიანებზე ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან. ისე არ დავასრულოთ, როგორც ევროპამ!“, – დაწერა ტრამპმა.