4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუნდებმა მას შედეგ მიიღეს, რაც 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა, ტრამპსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ არავინ საუბრობს ამაზე, კულუარებში ტრამპისა და პუტინის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, ირწმუნება CNN-ი.

მოსკოვი ოპტიმიზმით უყურებენ ზელენსკისა და ტრამპს შორის მომხდარ უთანხმოებას, ვინაიდან ფიქრობს, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მეორე პლანზე გადაინაცვლებს, ხოლო მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთსა და აშშ-ის შორის მომგებიანი ეკონომიკური გარიგებების გაფორმება იქნება, რაზეც დახურულ კარს მიღმა საუბრობენ, იუწყება ტელეარხი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.