4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ამერიკული კრიტიკის ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას ევროპელი ლიდერები უცხადებენ

ამერიკული კრიტიკის ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას ევროპელი ლიდერები უცხადებენ. სოციალურ ქსელში განცხადებები გამოაქვეყნებს ევროკავშირის წარმომადგენლებმა და გაერთიანების წევრი ქვეყნების ლიდერებმა.

„უკრაინა ევროპაა. გვერდში ვუდგავართ უკრაინას. გავზრდით უკრაინის დახმარებას, რათა მათ შეძლონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ“, – წერს სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

„თქვენ არასდროს იქნებით მარტო, ძვირფასო პრეზიდენტო, ზელენსკი. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტო არ ხართ, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

„უკრაინა, ესპანეთი თქვენს გვერდითაა“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ისე, როგორც არასდროს. დროა, ევროპამ გააქტიუროს თავისი ძალისხმევა“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები