აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვლადიმერ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში

“ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში” – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსიგაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რითაც ზელენსკი-ტრამპის გუშინდელ შეხვედრას და მწვავე დისკუსიას ეხმაურება.

“გმადლობთ პრეზიდენტო ტრამპ თქვენი ურყევი ლიდერობისთვის ამერიკელი ხალხის ინტერესებისა და მშვიდობის დასაცავად. ის, რაც თქვენ თქვით, აბსოლუტურად მართალია: ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში და არავინ მოუწოდებს მას ამისკენ. გმადლობთ, ვიცე-პრეზიდენტო ვენს ასეთი გადამწყვეტი და ნათელი საუბრისთვის დიპლომატიის აუცილებლობის შესახებ”, – წერს ტულსი გაბარდი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...