2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეშიშევხვდი აშშ–ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყომომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარესვართ, თუ ბნელ მხარეს“, რაც პირველ რიგში რუსეთისსაწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდაგამოხატულიყო, – ამის შესახებ საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი„ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, მისი პოსტიდასავლეთთან საქართველოს სტრატეგიულმოკავშირეობას, მასთან დაკავშირებულმოლოდინებს, შეცდომებსა და იმედგაცრუებასშეეხება.
„2022 წლის 24 თებერვლის დილას რუსეთისფედერაცია თავს დაესხა უკრაინას და წინა დღემდემბჟუტავი იმედი, რომ ეს ომი საბოლოოდ არდაიწყებოდა, გაქრა. როგორც გვახსოვს, ამინტერვენციას რამდენიმეთვიანი დაძაბულობაუძღოდა წინ. ომის დაწყებისთანავე დასავლეთმა, ბუნებრივია, დაგმო რუსული აგრესია და 23-24 თებერვალს სანქციების პირველი პაკეტიცდაამტკიცა. 25 თებერვალს საქართველოსპრემიერ–მინისტრმა გამორიცხა რუსეთისათვისდაწესებულ დასავლურ სანქციებთან მიერთება. ამუარმა, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან უკვეყველასთვის გონივრული და გამართლებულიაღმოჩნდა, იმ დროს დასავლეთის ზოგიერთიმთავრობის, ქართული რადიკალური ოპოზიციისა დამათთან დაკავშირებული არასამთავრობოორგანიზაციების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა დაუყოვნებლივწამოიწყეს გაავებული კამპანია ხელისუფლების, როგორც „პრორუსული მთავრობის“ წინააღმდეგ. პარლამენტის წინ ანტისამთავრობო გამოსვლებიდაიწყო. ცხადია, რომ დასავლური ქვეყნებიდანსაქართველოში ყველაზე გავლენიანი ამერიკისშეერთებული შტატებია, სტრატეგიულიპარტნიორობისგან, ურთიერთობის ისტორიიდან დათანამშრომლობის სფეროებიდან გამომდინარე. იმმომენტში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანისაქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა ომისდაწყებიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდა და, ჯერკიდევ აშშ–დან, ჩემთან შეხვედრა მოითხოვა. 2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში მასშევხვდი მის თანმხლებებთან ერთად. პირველი, რითაც მან საუბარი დაიწყო, იყო „დაბნეულობის დაიმედგაცრუების“ გადმოცემა, რომელსაც მისიმთავრობა გრძნობდა საქართველოს პრემიერისგადაწყვეტილებასთან და 25 თებერვლისგანცხადებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელმხარეს ვართ, თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაშიუნდა გამოხატულიყო. ელჩი ამ მოთხოვნასხაზგასმით და მკაფიოდ აფიქსირებდა, მისისპეციალური თანაშემწე კი ჩემს პასუხებს, დაწვრილებით იწერდა. ამ დროს დაწყებული ომისმასშტაბი და შედეგი ჯერ ისევ ბუნდოვანია.
– „საქართველო, რომელსაც არავინ უთანხმებსრუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციებისდაწესებას, მის შინაარსს, ხანგრძლივობას, რაიმეკონკრეტიკას, ვერ მოაწერს ხელს ასეთ სუფთაფურცელს“, – ვპასუხობ მე;
– „უცნობია ასეთი მკვეთრი დემარში რას მოუტანსსაქართველოს, რა საპასუხო დარტყმას მივიღებთ დარა რისკებში აღმოვჩნდებით ჩათრეული. ჩვენ ვართსპეციფიური ქვეყანა, რუსული ჯარი ჩვენსტერიტორიაზეა, ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე. ჩვენარ ვართ არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი, შესაბამისად არც ნატო–ს ბირთვული ქოლგა და არცევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთდახმარებისვალდებულება გვიცავს“.
ამ ცალსახა პოზიციასთან ერთად იქვე ვუპასუხე, რომსაქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგაგარკვეული ნაბიჯები, თუნდაც იგივე საბანკოსფეროში, რომლითაც გამოირიცხა სანქციებისგვერდის ავლა. აღვნიშნე, რომ საერთაშორისოასპარეზზე, ნებისმიერი ფორმატის განხილვებსა დაკენჭისყრებში საქართველო უკრაინის მხარესიჭერდა, თუმცა აშშ–ის ელჩი კატეგორიული დაშეუვალი იყო. ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც მასსურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე. ყოველ ჯერზე ის მიტრიალებდა კითხვას, ვაპირებდით, თუ არა შევერთებიდით სანქციებს, დაყოველი უარის შემდეგ დემონსტრაციულად აძლევდანიშანს მის თანაშემწეს, რომ ეს მის ჩანაწერშიაესახა. მოგვიანებით, დრომ დაადასტურა, რომსანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორისვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველაცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნისინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ, მათი უმრავლესობის ინტერესებისგათვალისწინებით, ენერგეტიკის სფეროსანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომისპარალელურად ევროპაში რუსული გაზი კვლავუკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კირუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არაწარმოებს. ამერიკის ელჩს ასევე განვუმარტე, რომუკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ესსანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვსმებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშ–ის ეფიქრაამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: „გინდა, რომბირთვული ომი დაიწყოს?“, რაზეც ვუთხარი –„ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კიარ მოგწონთ. რეალურად კი არსებულ ვითარებაშიჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი, ბირთვული ომის ტოლფასია.“
ჩვენი საუბრის შემდეგ, ელჩი სახელმწიფოკანცელარიაში პრემიერ–მინისტრთან სასაუბროდგაეშურა. ჩემთან საუბარი, როგორც საკანონდმებლოორგანოს ორი თვის წინ არჩეულ თავმჯდომარესთან, როგორც ჩანს, მხოლოდ მოთელვა იყო. პრემიერ–მინისტრთან საუბარი კი გაცილებითმოცულობითი და პირდაპირი, ვიდრე მხოლოდეკონომიკური სანქციების დაწესება–არდაწესებისსაკითხი. ელჩის ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვადაუფიქრებელ და არაგონივრულ ესკალაციაზე.
არ ვიცი, რამდენად არის ეს დამთხვევა, თუმცა ამდრამატული საუბრების მეორე დღეს, უკრაინისპრეზიდენტმა ზელენსკიმ, ზუსტად ამ საბაბით, საქართველოდან ელჩი გაიწვია, რითაც ვითარებაუფრო დაამძიმა და თბილისში მიმდინარეანტისამთავრობო აქციების ცეცხლზე ნავთი დაასხა. რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ზრდასთანერთად დაიწყო კარგად კოორდინირებული კამპანია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციებისგვერდის ავლა დაებრალებინათ. ამ კამპანიაშიაქტიურად ჩაერთვნენ უცხოური ხელისუფლებებისწარმომადგენლები, ევროპარლამენტის დეპუტატები, რადიკალური ოპოზიცია და მათთან ალიანსში მყოფიარასამთავრობოები. წამოყენებულ ბრალდებებსხელისუფლებაზე მუდმივი წნეხის შესანარჩუნებლადიყენებდნენ.
თითქმის ორი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომსაქართველოში ჩამოსულ მაღალი რანგისდელეგაციის მეშვეობით, რომელშიც აშშ–ის, დიდიბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციებისკოორდინატორების შედიოდნენ, მიგვეღწიაოფიციალური აღიარებისთვის, რომ საქართველოსარასოდეს დაურღვევია სანქციების რეჟიმი. თუმცა, ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობასმოუწია, გაეძლო ამ ნიადაგზე უსაფუძვლო დაგაბოროტებული შემოტევებისათვის, რომლებიც მისირეპუტაციის დაზიანებისკენ იყო მიმართული. საბოლოო ჯამში, ოპონენტები ხეირს ამითაციღებდნენ, რეპუტაციული ბრალდებები მართულიმედიის მხრიდან ტირაჟირდება და შესაბამის შედეგსიძლევა. ყველაფრის მიუხედავად, საქართველოსგადაწყვეტილება, არ შეერთებოდა სანქციებს, არგაეზარდა ქვეყნის უსაფრთხოების რისკები და არდაეშვა პროცესის შემდგომი ესკალაცია, რამდენიმემიზეზით იყო განპირობებული, რომელიც, როგორცპასუხისმგებლიან მთავრობას, განსხვავებითმავნებელი ოპონენტებისაგან, კარგად გვესმოდა:
ჯერ ერთი, ჩვენ არ ვმონაწილეობდით პროცესში, რომელშიც სანქციების პოლიტიკა ირჩეოდა დამიიღებოდა. ამიტომაც, უბრალოდ ვერ მივიღებდითსხვების მიერ შეთანხმებულ სანქციებს, ჩვენიეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რა ფასის გადახდა მოგვიწევდა და რა შედეგსმივიღებდით საპასუხოდ;
მეორეც, რუსეთზე სანქციების დაწესებაგანაახლებდა რუსეთთან ღია კონფლიქტს, მათგანსაპასუხო ნაბიჯებს, შესაძლოა ასიმეტრიულსაც, რაცსაქართველოს ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევდა. და მესამეც, სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ესმოგვიტანდა იმ მასშტაბის ნგრევას დაგანადგურებას, რასაც სამი წელია აღმოსავლეთუკრაინის მაგალითზე ვხედავთ, ხოლო რა საფრთხისწინაშე დადგებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ტერიტორიულ მთლიანობა და სუვერენიტეტი, ამას ამდღეებში ყველა ვხედავთ უკრაინაში მიმდინარე ომისდასრულების ვარიანტების განხილვის მაგალითზე.
დაბოლოს, დიპლომატიაში კარტ–ბლანშზე ხელისმოწერას თხოვენ სუსტებს და დამორჩილებულქვეყნებს, არა მეგობრებსა და პარტნიორებს, როგორადაც ჩვენ თავს მოვიაზრებდით. რამაცზოგიერთი განარისხა, იყო იმის აღმოჩენა, რომთურმე საქართველოს თავისი ეროვნული ინტერესიჰქონია და მისი დაცვისთვის ბრძოლაც შეუძლია. (სხვათა შორის ეროვნული ინტერესების ჭიდილსმსოფლიო ასპარეზზე ამ დღეებში ყველაზე ნათლადვადევნებთ თვალს…) შარშან გაზაფხულზე ესისტორია მოვუყევი საქართველოში ვიზიტად მყოფაშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმო’ბრაიენს. მასთან მხოლოდ ერთი კითხვა მქონდა –ასე უნდა იქცეოდნენ სტრატეგიული პარტნიორები? ერთადერთი თავის მართლება რაც მოვისმინე, ისიყო, რომ მაშინ ყველა ელჩს დაევალა, მაქსიმალურად ჩაერთოთ ქვეყნები რუსეთისწინააღმდეგ დადგენილ პოლიტიკაში და ალბათ, არიყო სწორი, რომ საქართველოს სპეციფიკურიმდგომარეობა და შესაძლო შედეგები არ იქნაგათვალისწინებული. – „კი, ეხლა ამას ხედავთ, ომისორ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ“ – ვუპასუხე მე, – „მაგრამ რა მოხდებოდა ჩვენ რომ მაშინ ბრმადდაგვეჯერებინა, დავყოლოდით მაშინდელ ელჩსყოველგვარი გარანტიებისა და უსაფრთხოებისქოლგის გარეშე, სად ვიქნებოდით ეხლა? ვისი ტანკიიდგებიდა გარეთ“? – პასუხად სიჩუმე იყო. ამისტორიის მორალი ისაა, რომ რთულ ვითარებაში დანამდვილი კრიზისისას, შენს გასაკეთებლს სხვა არგააკეთებს. მთელი რისკი და პასუხისმგებლობა შენიასაღებია და თუ ორმოში ჩავარდი, საბოლოოდშეიძლება მხოლოდ წუხილის, შეშფოთების დათანაგრძნობის იმედად დარჩე. სახიფათორეგიონული კონფლიქტის დაწყებისას თუ სხვასაშიშროებებისას, საქართველოს მოლოდინი იყო, რომ დასავლელი სტრატეგიული პარტნიორებიგვერდით დაგვიდგებიან და დაგვიცავენ. ამისნაცვლად, ზოგიერთებმა პირიქით, რუსეთთანკონფლიქტისკენ მოგვიწოდეს და ჩვენს ქვეყანაშიშიდა არეულობას შეუწყვეს ხელი. ომის დაწყებამდე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისგათვალისწინებით, დასავლეთი „სტრატეგიულიმოთმინებისკენ“ მოგვიწოდებდა, საკუთარ ნაჭუჭშიდატევას გვთხოვდა და რუსეთის მორიდებისკენგვიბიძგებდა. ხოლო როდესაც საფრთხე რეალურიგახდა, მეტი სიფრთხილის ნაცვლად, პირიქით, დაუფიქრებელი ესკალაციისკენ მოგვიწოდეს. ჩვენვაფასებთ სტრატეგიულ მოკავშირეობას, მაგრამ ისიცვიცით, რომ მოკავშირეობა არ უნდა იყოსერთმანეთის უბრალოდ გამოყენება, არამედორმხრივ პატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნულიინტერესების გათვალისწინებას უნდა ემყარებოდეს. საბედნიეროდ, წინდახედულება დროულადგამოვიჩინეთ. დღეს კი, სამი წლის თავზე, ესგაკვეთილი უკვე ყველასთვის ნათელი და ცხადია, „ფესვდოლიბერალური ინტერნაციონალის“სასოწარკვეთილი მიმდევრების გარდა, რომლებიცვერც საკუთარ მაგალითზე სწავლობენ რამეს დავერც სხვისაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.








