კაია კალასი ტრამპის განცხადებას უკრაინის ნატოში არმიღებაზე რუსულ ნარატივს უწოდებს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება, რუსული ნარატივია.

„ეს ბრალდებები საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს რუსული ნარატივია, რომელსაც არ უნდა დავუჯეროთ“, – განაცხადა კალასმა.

„ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ის, რასაც ის მოისურვებს დამატებით იმისთვის, რაც უკვე ჩაიდინა უკრაინაში – მოახდინა ტერიტორიების ანექსია, ოკუპაცია. დაფიქრდით, აქ, ამერიკაში 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ უსამა ბენ ლადენთან დასხდებოდით და ჰკითხავდით: „კარგი, კიდევ რას ინებებთ?“ ეს წარმოუდგენელია“, – ხაზგასმით აღნიშნა კალასმა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...