31 მარტი, ორშაბათი, 2025
31 მარტი, ორშაბათი, 2025

მამუკა მდინარაძე იმერეთში დიდთოვლობით შექმნილ სიტუაციაზე: არის ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება, თავდაცვის ძალების ჩართვაც დაგვჭირდეს

არის ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება, თავდაცვის ძალების ჩართვაც დაგვჭირდეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იმერეთის რეგიონში დიდთოვლობის გამო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.

„რამდენიმე რაიონში ნამდვილად რთული სიტუაციაა, მათ შორის, ბაღდათის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის სოფლებში. ხარაგაულის რაიონში 80-მდე პატარა სოფელია, სადაც ცალ-ცალკე კომუნიკაცია არის საჭირო. ცდილობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომ ყველა ამ სოფელთან და თითოეულ მაცხოვრებელთან კომუნიკაცია იყოს. არის ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება, თავდაცვის ძალების ჩართვაც დაგვჭირდეს, რადგან შესაძლოა, ელექტროენერგია ბევრს არ აქვს, მაგრამ სადაც არის, ორმეტრიან თოვლში გარეთაც ვერ გამოდიან, სახლში არიან ადამიანები და შეიძლება, მათთვის რაღაცების მიწოდება დაგვჭირდეს, ამას ცოცხალი ძალა უზრუნველყოფს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და სტიქიის ზონაში მყოფი დეპუტატები გურიიდან იმერეთში გაემგზავრნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები