აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი იყო.
„„შემიძლია ვთქვა, რომ ნატოს დავიწყება შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, – განუცხადა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს უკრაინის მხრიდან მომავალ დათმობებზე.









