ტრამპის სპეცწარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ამერიკული კომპანიები რუსეთში დაბრუნდებიან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, თუ მოსკოვთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება მოხერხდება, ამერიკულ კომპანიებს რუსეთში დაბრუნების საშუალება მიეცემათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ნათელია, არსებობს მოლოდინი, რომ, თუ ჩვენ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწევთ, თქვენ შეძლებთ ამერიკული კომპანიების დაბრუნებას და იქ [რუსეთში] ბიზნესის წარმოებას. ვფიქრობ, ყველა ჩათვლის, რომ ეს იქნება დადებითი, კარგი მოვლენა“, – განაცხადა უიტკოფმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ძალიან ახლოს არის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს დაასრულებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...