დიქტატორი არჩევნების გარეშე – ზელენსკიმ სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანაც აღარ დარჩება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„დაფიქრდით, მოკრძალებულად წარმატებულმა მსახიობმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ დაარწმუნა, 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომზე, რომელსაც ვერ მოიგებდა, რომელიც საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო – ომი, რომელსაც ის, აშშ-ისა და ტრამპის გარეშე, ვერასდროს მოაგვარებს. ამერიკამ ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯა, მაშინ როცა ევროპის თანხა გარანტირებულია, ხოლო ამერიკა არაფერს მიიღებს უკან. რატომ არ მოითხოვა მძინარა ჯო ბაიდენმა [დახმარების] გათანაბრება, თუკი ეს ომი ევროპისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის? ჩვენ გვაქვს დიდი და ლამაზი ოკეანე, რომელიც გვაშორებს. ამ ყველაფერთან ერთად, ზელენსკი აღიარებს, რომ იმ თანხის ნახევარი, რაც ჩვენ გავუგზავნეთ, „გაქრა“. ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, მისი რეიტინგი ძალიან დაბალია და ერთადერთი, რაშიც კარგი აღმოჩნდა, ბაიდენის მანიპულირება იყო. დიქტატორი არჩევნების გარეშე – ზელენსკიმ სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანაც აღარ დარჩება. ამასობაში, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ რუსეთთან მოლაპარაკებებს ომის დასასრულებლად – ყველამ აღიარა, რომ მხოლოდ ტრამპმა და ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება გააკეთოს ეს. ბაიდენმა არც კი სცადა, ევროპამ მშვიდობის დამყარება ვერ შეძლო და, როგორც ჩანს, ზელენსკისაც სურს, რომ „იოლი შემოსავლის წყარო“ არ გაჩერდეს. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა, მისი ქვეყანა განადგურებულია და მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა — და ეს კვლავ გრძელდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.