4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

Reuters: საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად

საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჯერად, პარიზმა დამატებით მოიწვია ევროპული ქვეყნები, რომლებიც მიმდინარე კვირის დასაწყისში გამართულ შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ, მათ შორის კანადა.

წყაროების ცნობით, მიწვეულთა შორის არიან ნორვეგია, კანადა, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი და ბელგია.

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდული ფორმატით, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკურ მონაწილეობას, ასევე ვიდეოკონფერენციის რეჟიმს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ორშაბათს საგანგებო შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ასევე ნატოს ალიანსი და ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, ზოგიერთ ქვეყანას არ მოსწონს, რომ შეხვედრაში მხოლოდ შერჩეული ლიდერები მონაწილეობდნენ

ავტორი:

ბოლო სიახლეები