პუტინის თანაშემწე: ტრამპის და პუტინის შეხვედრის თარიღზე საუბარი ნაადრევია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ზუსტ თარიღზე საუბარი ჯერ ნაადრევია, – განაცხადა პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„საჭიროა ორივე ქვეყნის დელეგაციების მჭიდრო მუშაობა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერ რთულია ვისაუბროთ ორი ლიდერის შეხვედრის თარიღის შესახებ“, – თქვა უშაკოვმა.

მან ასევე დასძინა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრა მომავალ კვირაში შედგეს.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მოლაპარაკებები გამართეს. რუსეთის მხრიდან უშაკოვის გარდა მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი. აშშ-ის დელეგაცია მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო მდივნით მაკრო რუბიოთი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლით მაიკ უოლცით და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლით სტივ უიტკოფით

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...