რუსული დელეგაცია ამერიკულ მხარესთან შესახვედრად საუდის არაბეთში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი აშშ-ის დელეგაციასთან შესახვედრად საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩაფრინდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, ლავროვს და უშაკოვს, შესაძლოა, პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევიც შეუერთდეს.

ამერიკულ მხარეს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.

აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დღეს უნდა გაიმართოს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...