10 თებერვალი, სამშაბათი, 2026
10 თებერვალი, სამშაბათი, 2026

ბათუმის მერია: ბათუმში, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში

ბათუმში, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა, – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში. ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები